საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი - 10-ით გაიზარდა
ხუთშაბათი, 21 მაისი, 2020 - 10:12

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 721 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე  არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10 - ით გაიზარდა და 485 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351 პირი.

საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები