საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება
ხუთშაბათი, 21 მაისი, 2020 - 11:05

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდეს.

„დღეს საქართველოში ჩOVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ამავდროულად, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდბეულებაა ქვეყანა ნელ - ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურს წესს დაუბრუნდეს“, - აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.

მსგავსი სიახლეები