იმერეთის რეგიონში მე-14 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
პარასკევი, 15 მაისი, 2020 - 10:15

იმერეთის რეგიონში უკვე მე-14 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა, ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 243 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პაციენტების, ცაგერისა და ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალის და საკარანტინო სივრცეებიდან გამსვლელ პირთა ბიოლოგიური ნიმუშები იყო.

იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 206 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები