საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების რაოდენობა 17.6 პროცენტით შემცირდა
პარასკევი, 15 მაისი, 2020 - 11:28

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში უცხოელ ვიზოტორთა შესახებ 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც  წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.8 პროცენტი,  31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.0 პროცენტით არის შემცირებული.

ამასთან, 2020 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 883.8 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2 პროცენტით არის შემცირებული. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 765.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 69.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 25.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

 

მსგავსი სიახლეები