თბილისში მიკრო ავტობუსების ჩანაცვლება დაიწყება
ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2019 - 11:09

ქალაქის მერის განცხადებით, ქალაქში არსებული სამარშრუტო ტაქსები ე.წ. "მარშუტკები" გაუმართავია და მათი ჩანაცვლება უკვე 2020 წლიდან უნდა დაიწყოს. კახა კალაძემ დავალება მისცა ვიცე-მერს, რომ ორი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს შესაბამისი გეგმა.

"ერთადერთი თემა, რასაც ჩვენ დღემდე არ შევხებივართ,ეს არის მიკრო ავტობუსების ნაწილი. აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია. ჩვენ ავიყვანეთ ფრანგული კომპანია, რომელიც ახორციელებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს და ჩვენთვის და ჩვენთვის გარკვეული პერიდო საერთოდ უცნობი იყო, იქნებოდა თუ არა საჭირო მიკროავტობუსების არსებობა დედაქალაქში. კვლევის მიხედვით ქალაქის რელიეფური მოწყობიდან გამომდინარე, ყველგან შეუძლებელია ავტობუსების მოძრაობა და მიკროავტობუსების არსებობა საჭიროა. თუმცა არის მეორე საკითხი, ამ მიკროავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ამიტომ მათი ჩანაცვლება აუცილებელია", -განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები