პრეზიდენტმა პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ორშაბათი, 09 სექტემბერი, 2019 - 13:00

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხატია მოისწრაფიშვილი სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი აღარ არის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მედიასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ირინა შენგელია მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ხატია მოისწრაფიშვილი რჩება ადმინისტრაციაში და კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას.

„ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერი აღარ არის, მაგრამ ადმინისტრაციაში მუშაობს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოხდა ეს ამბავი და მოისწრაფიშვილი კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას. როგორც კი რაიმე ახალი იქნება ცნობილი, თქვენ გაიგებთ ამის შესახებ“, – განაცხადა ირინა შენგელიამ.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი