გიორგი გახარია: არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ
პარასკევი, 06 სექტემბერი, 2019 - 13:18

ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

„ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ის რაც აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება.ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ ცხრა წელი, ამას თქვენ აკეთებდით დღესაც. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დ დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ, ქალბატონო სალომე თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი