ვლადიმერ პუტინი: აშშ-თან ბირთვული პაქტის დაშლის შემდეგ, რუსეთი ახალ რაკეტებს შექმნის
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი, 2019 - 17:10

აშშ-თან ბირთვული პაქტის დაშლის შემდეგ, რუსეთი ახალ რაკეტებს შექმნის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადივასტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ახალი რაკეტების შექმნის მიუხედავად, მოსკოვი რაკეტებს იქამდე არ განათავსებს, ვიდრე ამას ვაშინგტონი პირველი არ გააკეთებს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის ფაქტი, რომ აშშ-ის ახალი რაკეტების განთავსება იაპონიაში და სამხრეთ კორეაში სურს, რუსეთისთვის სამწუხაროა და შეშფოთებას იწვევს, რადგან ახალი ამერიკული რაკეტები რუსეთის ტერიტორიის მნიშვნელოვან ტერიტორიას გადაფარავს.

„მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტების“ ხელშეკრულებიდან ვაშინგტონი გასულ თვეს გავიდა. რაკეტა „ისკანდერ ემ“-ის შექმნის გამო, აშშ-მა რუსეთი აღნიშნული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი