ბრიტანეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს, რომელსაც ირლანდიიდან მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდა
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი, 2019 - 17:03

დიდ ბრიტანეთში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს, რომელსაც ირლანდიიდან ბრიტანეთში მიგრანტები ფულის სანაცვლოდ არალეგალურად გადაჰყავდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, დაჯგუფების ლიდერ ი.დ-ს, რომელიც 35 წლისაა, 5 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მედიასაშუალების ცნობით, მას მიგრნატები, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებიც, დუბლინიდან უელსის ქალაქ ჰოლიჰედში ბორანით გადაჰყავდა.

დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ი.დ-სა  და მისი დაჯგუფების დახმარებით არალეგალურად ჩასული სულ მცირე 19 ადამიანი იმყოფება.

დაჯგუფების ლიდერის გარდა, გასამართლებულებია კიდევ ოთხი ქართველი მამაკაცი.

წყარო

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი