თინა ბოკუჩავა: კრიმინალი გახარიას მთავრობის დამტკიცების ფარსში მონაწილეობას საკომიტეტო ფარგლებში არ ვაპირებთ
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი, 2019 - 12:14

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც გავრილოვი ვერ მოკალათდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ისე ვერ მოკალათდეს ჯალათი გიორგი გახარია პრემიერის სავარძელში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ოპოზიცია არ აპირებს საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობის მიღებას.

„კრიმინალი გახარიას მთავრობის დამტკიცების ფარსში მონაწილეობას საკომიტეტო ფარგლებში ჩვენ არ ვაპირებთ მაშინ, როდესაც ორ თვეზე მეტია ჩვენი თანამოქალაქეები ითხოვენ გახარიას გადადგომას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. ჩვენ ვუერთდებით ამ პროტესტს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც გავრილოვი ვერ მოკალათდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ისე ვერ მოკალათდეს ჯალათი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის სავარძელში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წყარო

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი