გრიგოლ ვაშაძე: პარლამენტთან იმდენი ადამიანი მოვა, რამდენსაც მოუნდება
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი, 2019 - 12:04

"ოპოზიციის მთავარი მიზანი ახლა საარჩევნო კამპანიის დაწყება უნდა იყოს. ქუჩიდან ქუჩაზე, სახლიდან სახლამდე, კარიდან კარამდე უნდა ვიაროთ და მოქალაქეებს გავაგებინოთ, რის გაკეთებას ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლისას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტთან იმდენი ადამიანი გამოვა, რამდენსაც მოუნდება, რომ „ქართულ ოცნებას“ გააგებინოს თავისი აღშფოთება იმ შეურაცხყოფის გამო, რომელსაც მმართველი გუნდი მუდმივად გვაყენებს.

„ახლა მთავარია საარჩევნო კამპანიის დაწყება. ქუჩიდან ქუჩაზე, სახლიდან სახლამდე, კარიდან კარამდე უნდა ვიაროთ და ყველას უნდა გავაგებინოთ, რის გაკეთებას ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლისას იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ დამთავრებულია“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა პარლამენტში საშვების მქონე მოქალაქეების არშეშვებასთან დაკავშირებით, რომელთა თქმით, აღნიშნული თამარ ჩუგოშვილის გადაწყვეტილებაა.

"მადლობა ღმერთს, დღეს ის მაინც გავიგეთ, რომ სისტემა ჩამოკიდებულია, სახელი და გვარი არის თამარ ჩუგოშვილი. როგორც კი დაინახავენ ოპოზიციის წევრებს, როგორც კი დაინახავენ იმ მოქალაქეებს, ვისაც შეუძლიათ პარლამენტში შესვლა და კვალიფიციური კითხვების დასმა, მაშინვე იწყებენ დემოკრატიის თამაშობანას შეწყვეტას და რეპრესიული მეთოდების გამოყენებას. მათ ეშინიათ კითხვების იმიტომ, რომ არცერთ ნორმალურ შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ. ჩვენ ვერ შევედით და ვერ დავუსვით შეკითხვები მთავრობის ახალდანიშნულ წევრებს. რა ეშველება ლარს, რომელიც იატაკზე აგდია და სულს ღაფავს? რა ეშველება ეკონომიკას? რა ეშველება სიღარიბეს, რომელიც ყოველწლიურად მატულობს საქართელოში? რა ეშველება ჩვენს საგარეო პოლიტიკას, რომელიც არ გვაქვს? დავრჩით მარტო გადამდგარი ბახტაძისა და მის მიერ შექმნილი სტრატეგიული ჩარჩოს ამარა. ვიძლევი ერთ გაუფასურებულ ლარს: ბახტაძის გაკეთებული საქმე ვინმემ მანახეთ“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.წყარო

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი