არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად იყო მიღებული
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი, 2019 - 10:47

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება  მიღებული იყო პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად და ამ პოლიტიკური კონსულტაციების დიდ ნაწილს მედია თვალს ადევნებდა. გთხოვთ, ნუ მოძებნით ნურანაირ კონსპირაციას“,- ასე უპასუხა არჩილ თალაკვაძემ შეკითხვას, თუ როდის გადაწყდა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა.

არჩილ თალაკვაძე ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან  თანამდებობის დატოვების შესახებ პირველი საუბარი გაზაფხულის ბოლოს ჰქონდა.

„ეს არის მისი განცხადება და მე პირადად, არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს ამაში. თანამდებობა არ არის თვითმიზანი ჩვენს გუნდში. მამუკა ბახტაძემ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი პოლიტიკური პროგრამის და სამთავრობო პროგრამის განხორციელებაში. ვფიქრობ, მან ძალიან ნორმალურად და დემოკრატიული კულტურისთვის მისაღებად განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი