სამტრედიის ნავთობბაზაზე ხანძარია
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი, 2019 - 10:15

სამტრედიის ტერიტორიაზე, ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმერეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან 14 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მეხანძრე მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

წყარო

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი