პარლამენტმა ვლადიმერ კახაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2019 - 14:25

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 87 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „#1 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის, ვლადიმერ კახაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვლადიმერ კახაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ვლადიმერ კახაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი