"არ შეიძლება ნარკოტიკებთან ენის მოჩლექვით და საალერსო სიტყვებით საუბარი"
ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2019 - 14:05

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის ლაშა კილაძის განცხადებით, ცენტრში, ბოლო პერიოდში მიმართვიანობა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით გაზრდილია.

როგორც ლაშა კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვლავ მარტივია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკების შეძენა, შესაბამისად მათი მოხმარება არ შემცირებულა. ცენტრის ხელმძღვანელმა ნარკოტიკების მოხმარების მძიმე შედეგებზე ისაუბრა.

„ამ პერიოდისთვის ამფეტამინებით გამოწვეული ფსიქოზია მომატებული. რაც ყველაზე ცუდია, ერთჯერადმა მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს პროვოცირება ენდოფსიქოზების. მე არ მესმის, რას ჰქვია კლუბური ნარკოტიკი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შეიძლება ნარკოტიკებთან ენის მოჩლექვით და საალერსო სიტყვებით საუბარი. მისი ერთჯერადი მიღების შემთხვევაშიც კი, ყოფილა არაერთი შემთხვევა უმძიმესი ფსიქიატრიული დაავადებების მანიფესტირების, ვითარდება სრულყოფილი კლინიკური სურათი და ძალიან რთულია შემდეგ ამ დაავადების აღმოფხვრა“, – განაცხადა ლაშა კილაძემ.

წყარო: 1TV

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი