„განათლებაში მიმდინარე ტრანსფორმაცია თქვენი ქვეყნის სტრატეგიული უპირატესობა გახდება“ - პიტ ინგრამ ქაუჩი
ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2019 - 12:34

აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამუშაო ვიზიტი გრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სან-ფრანცისკოს სილიკონ ველის კომპანია “აიდიტექის" აღმასრულებელ დირექტორს პიტ-ინგრამ ქაუჩის საქართველოს განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალები გააცნო.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო განათლების თანამედროვე  სისტემაში ტექნოლოგიური მიმართულებების დანერგვის მნიშვნელობას. პიტ-ინგრამ ქაუჩის თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები განათლების მთელი სისტემის ეფექტური ტრანსფორმაციის საშუალებას იძლევა.

„აქ, სილიკონ ველიზე ჩვენ ვართ ცნობილი, როგორც ეფექტური ტრანსფორმაციის შემქმნელები. იქიდან გამომდინარე, რასაც გავეცანი, თქვენ გაქვთ უზარმაზარი შანსი, მოახდინოთ მთელი განათლების სისტემის ეფექტური ტრანსფორმაცია საქართველოში. თქვენ იწყებთ პილოტირებით, წარმატების შემდგომ ეს გავრცელდება და გახდება თქვენი ქვეყნის სტრატეგიული უპირატესობა. მე ვფიქრობ, როდესაც მთავრობა დიდ ინვესტიციას დებს განათლებასა და ტექნოლოგიებში, ეს ქვეყნის წარმატებული მომავლის გარანტიაა",  - განაცხადა სან-ფრანცისკოს სილიკონი ველის კომპანია "აიდიტექის" აღმასრულებელი დირექტორმა პიტ-ინგრამ ქაუჩიმ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ში განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი