"რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და გული მწყდება, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას სხვაგვარად ხედავენ"
ხუთშაბათი, 09 მაისი, 2019 - 14:31

"მსგავს დისკუსიებს ერთ-ერთი მთავარი, რაც შეიძლება დავუპირისპიროთ, არის სწორი და ხმამაღალი პოზიცია, რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისა და ე.წ. უკვდავი პოლკის მიერ გამართული საპროტესტო აქციის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და ყოველდღიურად აგრძელებს ადამიანებს გატაცებას, წამებას, გრძელდება მკვლელობის ფაქტები. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენი რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ.

ძალიან მწყდება გული, როდესაც ვხედავ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას სხვაგვარად ხედავენ. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის, ეს გაუგებარია. ის, რომ ასეთი მოსაზრებები და პოზიციები არსებობს, ბუნებრივია, მათ ვერავინ ჩაახშობს და აკრძალავს, რადგან ისიც თავისუფლებაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ მეორე სწორი და პრინციპული პოზიცია და ეს პოზიცია არის ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა სწორედ რუსეთია როგორც ოკუპანტი ქვეყანა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი