12 მაისი წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის გარდა, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა
ოთხშაბათი, 08 მაისი, 2019 - 13:11

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც უქმე დღის - 12 მაისის სტატუსი ახლებურად განისაზღვრა.

რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, 12 მაისი წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის გარდა, ასევე იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღე.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება საპატრიარქოს ეკუთვნის და ის პარლამენტს კანონპროექტის სახით მთავრობამ წარუდგინა.

კანონპროექტი მესამე მოსმენით - 96 ხმით მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი