დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე შორენა ბეგაშვილი და კიდევ ერთი ქალი გამოიკითხება
ორშაბათი, 08 აპრილი, 2019 - 11:19

საქმეზე, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხება, გამოძიება ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილსაც გამოკითხავს. ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელისო რუხაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება ბეგაშვილის გარდა, კიდევ სხვა ქალსაც გამოკითხავს, რომელიც, ადვოკატის თქმით, ასევე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს. როგორც ელისო რუხაძემ „კვირის პალიტრას“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქმრის მიერ ცემის შედეგად, 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

„დავით ბაგრატიონი ითხოვდა გარ­კვეული უპირატესობის აღიარებას. ძალადობა იყო ხერხი, მიზანი კი ის, რომ ანას კონკრეტულ დოკუმენტზე მოეწერა ხელი. ძალადობა ხშირი იყო, პირველად 2009 წელს, როცა თვე-ნახევრის დაქორწინებული იყვნენ.

ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან. გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი მასაც სცემდა. შესაძლოა დავით ბაგრატიონი არა მხოლოდ ანამ, სხვებმაც ამხილონ ძალადობაში. ანა ბაგრატიონს სხეულზე 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა, უმოწყალოდ იყო ნაცემი. ჯერ მუშტებით სცემა და წაქცეულს ბოტასით შედგა და წიხლები ურტყა. ძალიან კარგად იცის ბატონმა დავითმა ეს და წასვლით თავის დაძვრენა სცადა,“ - განაცხადა ელისო რუხაძემ.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი