სამადაშვილი წულუკიანს: „ბიძინა ივანიშვილის ბოროტების სისტემის მთავარი არტერია ხართ“
ხუთშაბათი, 21 მარტი, 2019 - 12:21

ეს განცხადება პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან იუსტიციის მინისტრის მიმართ გააკეთა.

„თქვენს სახელს უკავშირდება კლანური მმართველობა სასამართლოში, რომელიც სამწუხაროდ შეუძლებელს ხდის სასამართლოს თავისუფლებას საქართველოში და ასევე არაერთი უბედურება რაც დღეს ამ ქვეყანას სჭირს. მათ შორის პროკურატურა, რომელიც არის პოლიტიზირებული, რომელიც არის დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების დევნით და დამოუკიდებელი მასმედიის განადგურების მცდელობით. სწორედ ამიტომ, როდესაც გავრცელდა ხმა, რომ თქვენ გიპირებდნენ მოხსნას დაკავებული პოსტიდან, მე პირადად, არც ერთი წუთი არ დამიჯერებია, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. იცით რატომ? ყველა ბოროტების სისტემას აქვს თავისი ცენტრალური არტერია, თავისი გული და სული და ბიძინა ივანიშვილის ბოროტების სისტემა და მმართველობის რეჟიმი ემყარება სწორედ თეა წულუკიანის საქმინობას მის დაკავებულ პოსტზე და იმას, რაც მას დღემდე გაუკეთებია, „ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეაგხსნებთ, რომ პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც მეორე დღეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი