სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს ხვდება
ხუთშაბათი, 07 მარტი, 2019 - 15:28

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს ხვდება.

მანამდე კი ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შესრულდა საქართველოსა და ლიეტუვის ჰიმნები. ზურაბიშვილმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ამასთან, პრეზიდენტებმა საჩუქრები გაცვალეს. სალომე ზურაბიშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს ზურაბ ნიჟარაძის ნატურმორტი აჩუქა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტის.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ვიზიტს 8 მარტს დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი