მამაუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტში ორშაბათს მოუსმენენ
პარასკევი, 01 მარტი, 2019 - 11:23

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს პარლამენტში ორშაბათს მოუსმენენ. ამჯერად მათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბევრი კითხვა დაგროვდა.

კანონმდებლებს მამუკა ხაზარაძესთან კითხვები აქვთ კონკრეტულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ ინფორმაცია პროკურატურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარ მოპასუხედ ამ საქმეზე ეროვნული ბანკი რჩება, ამიტომ კობა გვენეტაძემ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე არსებულ კითხვებს პარლამენტში უნდა უპასუხოს. 

21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი“ ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა. ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბანკიდან წავიდა.

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი