უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა დღეიდან იქნება შესაძლებელი
პარასკევი, 01 მარტი, 2019 - 11:06

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში „აიდი“ (ID) ბარათებით გამგზავრებას დღეიდან შეძლებენ.

მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. უკრაინამ და საქართველომ ორივე ქვეყანაში „აიდი“ ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში გააფორმეს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განამტკიცებს და მოიზიდავს მეტ ტურისტს უკრაინიდან, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცების, ადამიანებს შორის კონტაქტის გაღრმავების. მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გაამარტივებს ადამიანების გადაადგილებას სახელმწიფო საღვრებზე და მნიშვნელოვნად წაადგება ტურიზმის განვითარებას.

გასათვალისწინებელი ფაქტია ის, რომ პირადობის მოწმებები უნდა იყოს ჩიპიანი, ელექტრონული მოწმობები. გადაადგილება უნდა მოხდეს საერთაშორიო საჰაერო ფრენით ან საზღვაო გზით“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი