კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2019 - 13:06

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო.

თბილისის მერმა სტუდენტებს, როგორც მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა, ასევე, მათივე ინიციატივების წარდგენა შესთავაზა.  

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტი  სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ თანხებს ხარჯავს. თუმცა ჩვენ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ, ეს თანხები სწორად დაიხარჯოს. მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა უზრუნველვყოთ, წარმოვადგინოთ პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის. ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, პირადად ჩემთვის, ქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის, მთავრობისთვის, არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ ახალგაზრდებში, დიდ რესურსს, რომელიც სწორად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იქნას გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრას 24 უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ესწრებოდა.

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი