დეკანოზ მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება
შაბათი, 09 თებერვალი, 2019 - 16:04

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია ხვალ 12:00 საათზეა დაგეგმილი.ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. მსჯავრდებულის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით დეკანოზ გიორგი მამალაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას ხვალინდელ აქციაზე გააჟღერებენ. „კვირას, 12.00 საათზე საპატრიარქოსთან აქციას გავმართავთ. ვისაც ჩემი ძმის უდანაშაულობა აწუხებს, შეუძლია მოვიდეს. აქციაზე უკვე ჩემი ძმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას დავაყენებთ. ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე აქ ვიდგებით. საპატრიარქოსთან ვითხოვთ მის გათავისუფლებას, რადგან სწორედ ეს შენობაა, სადაც ჩემი ძმის უკანონო პატიმრობა დაიგეგმა და საიდანაც ამის ბრძანება გაიცა.“-განაცხადა თორნიკე მამალაძემ. მან ასევე აღნიშნა,რომ თუ მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული საპროტესტო გამოსვლა გაგრძელდება. თორნიკე მამალაძე უკვე ხუთი დღეა, რაც საპატრიაქროსთან აქციას მართავს. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი