სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს 1 500 მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა
ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2019 - 16:35

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა,რომ დეპორტირებულ ქართველთა მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი დაირღვა. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი