პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა
ორშაბათი, 28 იანვარი, 2019 - 20:08

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტს პოზიტიური უწოდა. მისი განცხადებით, ევროკავშირსა და ნატოს საქართველოს მიმართ დადებითი დამოკიდებულა აქვთ. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა თანამდებობის პირი, რომელსაც შეხვდა,საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლაზე თანახმაა. " საქართველო ძალიან დაფასებულია ევროკავშირისთვის და ძალიან მაღლა დგას ევროკავშირის ინტერესებში როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ შეიმჩნევა ევროენთუზიაზმი. რაც ასევე ჩანს დღევანდელ NDI-ის კვლევაში",- აღნიშნა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილმა მის მიერ ევროკავშირისთვის შეთავაზებულ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითც, საქართველოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა ისე ,რომ წევრი არ ერქვას. "ჯერ ალბათ არ მივიღებთ მაპს, მაგრამ მაპის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან უნდა იყოს მუდმივი", - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში 21-23 იანვარს იმყოფებოდა. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი