2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება
ორშაბათი, 28 იანვარი, 2019 - 17:10

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა. მისი განცხადებით, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა თავად დაამატონ. განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე სოფო გორგოძემ აღნიშნა,რომ2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველასთვის სავალდებულო ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები იქნება. მესამე სავალდებულო საგანი კი უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით განისაზღვრება. ტექნიკური მიმართულების შემთხვევაში აბიტურიენტებს მათემატიკის ჩაბარება მოუწევთ, ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში-ისტორიის. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესიც , რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა იქნება გათვალისწინებული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი