ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე დღეს დაკრძალეს
, 27 იანვარი, 2019 - 18:14

ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდი ჩატარდა. ტელეწამყვანი 21 იანვარს ბუდაპეშტში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა „რადიო ჯაკოში“ დაიწყო. მოგვიანებით კი სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობდა. ბოლოს ის ტელეკომპანია "პირველში" საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი