მთავრობამ თბილისის მერიასთან ერთად ჰაერის გაუმჯობესებისთვის 40-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა
შაბათი, 26 იანვარი, 2019 - 18:40

საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული 40-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ბახტაძის განმარტებით, გეგმაში კონკრეტული ღონისძიებებია გაწერილი და მათ შესრულებაში ყველა უწყება აქტიურადაა ჩართული. " უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის დაბინძურებას დიდწილად სამშენებლო საქმიანობაც განაპირობებს და სამწუხაროა, რომ ამ მხრივ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა არ იყო სრულყოფილი. აუცილებელია ისეთი რეგულაციების შემოღება, რომელიც ამ სფეროს მოაწესრიგებს. უკვე შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილია პარლამენტში", -აღნიშნა პრემიერმინისტრმა. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი