დავოსში ეკონომიკური ფორუმი იწყება
ორშაბათი, 21 იანვარი, 2019 - 17:08

დავოსში დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ფორუმზე მთავარი განსახილველი საკითხები გლობალიზაცია, კრიპტოვალუტა, კიბერუსაფრთოება და ციფრული ეკონომიკა იქნება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატები. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ იანვრის დასაწყისშვივე განაცხადა. მიზეზად კი საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დემოკრატებთან უთანხმოება დაასახელა. მთავარ ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე . ფორუმი დავოსში 22-25 იანვარს გაიმართება. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი