ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 20 იანვარს გაიმართება
პარასკევი, 18 იანვარი, 2019 - 19:28

ჩვილთა საყოველთაო, 57–ე ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 20 იანვარს გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 630–მდე ჩვილი გახდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ნათლობის დასრულების ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის პატრიარქს 37 305 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი