ევროკავშირი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნებისთვის 13 მილიარდ ევროს გამოყოფს
ოთხშაბათი, 16 იანვარი, 2019 - 15:43

ევროკავშირი მსოფლიო ბანკთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებისთვის 13 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის გამოყოფას აპირებს. თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

ევროკომისის და მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა პრიორიტეტად ისახავს პროექტების განხორციელებას სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსსა და საქართველოში, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 4.800 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო და სარკინიგზო გზების, 6 პორტის და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი