საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ოთხშაბათი, 16 იანვარი, 2019 - 14:47

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა,რომ ბრიუსელში ვიზიტამდე მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ინფორმაციის მიღება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია. ერიკ ჰოეგს თან ახლდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფრორმაციო ანალიტიკური ანგარიშების განყოფილების უფროსი ანდრეა ხმელინსკი და ოპერაციათა განყოფილების უფროსის მოადგილე, მაურა ო’სალივანი.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი