ახალი მოთამაშე ქართულ დეველოპერულ ბაზარზე
სამშაბათი, 15 იანვარი, 2019 - 19:39

დეველოპერული კომპანია “სფერო ჰოლდინგი” 2019 წლიდან ახალი პროექტების განსახორციელად ემზადება, კომპანიის ხელმძღვანელი, გიგა წულეისკირი, ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანია “სვეტის” შეჩერებული პროექტების განხილვითაა დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისიდან, სამშენებლო კომპანია „სვეტის” საქმიანობით გამოძიება დაინტერესდა, მათ საქმეზე ხმაურიანი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, გამოძიება კომპანიის მმართველ პირებს თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხების მითვისებას დღემდე ედავება. იმ პერიოდიდან მოყოლებული, წულეისკირის კომპანია “სვეტთან” მოლაპარაკების გასაგრძელებლად და კანონის ფარგლებში თანამშრომლობისთვის ემზადებოდა, რომ ჯიბლაძის კომპანიას პრობლემები შეექმნა, იქამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წლის 23 მაისს გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება “სვეტსა” და “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელ წულეისკირს შორის, რითაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ორი თვის ვადაში “სფერო ჰოლდინგის” მიერ უნდა მომხდარიყო “სვეტის” ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმება, თუმცა კომპანიის მმართველები დააკავეს. მათი დაკავების შემდეგ კი, ის ადამიანები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ელოდნენ კუთვნილი ბინების მიღებას, აქციებს მართავდნენ. ხოლო დედაქალაქის მერია კი თავის მხრივ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის მოგვარებას ცდილობდა და ცდილობს.
კულუარული ინფორმაციით, შეჩერებული მშენებლობების განახლების მიმართულებით, თბილისის მერია მთავარ დასაყრდენად სწორედაც რომ “სფერო ჰოლდინგს” მოაიზრებს, რამეთუ დაუსრულებელი პროეტქების დასრულების მიღმა, აღნიშნული კომპანია, რომელიც ცუდი  რეპუტაციით არ სარგებლობს, ძველი თბილისის უბნებშიც აპირებს კონკრეტული პროექტების განხორციელებას.

" ჩვენ დეველოპერულ ბაზარზე წარმოქმნილი ქაოსიდან ერთადერთ გამოსავალს თანმიმდევრულ, სწორად გათვლილ ნებიჯებში ვხედავთ, რომელიც მორგებული იქნება, პირველ რიგში დაზარალებულების დაკმაყოფილებაზე.    

რაც შეეხება კონკრეტულად “სვეტის” პრობლემას, ჩვენ თვეების წინ ხელშეკრულება გავაფორმეთ სვეტთან, თუმცა მათ არ შეასრულეს ვალდებულება სრულად გადმოებარებინათ ყველა ობიექტი. სასამართლოს გზით ჩვენ დავაყადაღეთ კიდეც, მათი კუთვნილი ქონება, თუმცა ახლა ვაპირებთ  სამართლებრივი ბერკეტებით გადავაბაროთ აღნიშნული ქონება მენაშენეებს, რათა მათ ინტერესებს ხელი არ შეეშალოს. 
ბიზნესის, სახელმწიფოს და კანონის ერთობლივი ძალისხმევით, მე და ჩემი გუნდი შევძლებთ დავასრულოთ ბეტონის ჩონჩხების არსებობა ქალაქებში".

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი