ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
პარასკევი, 11 იანვარი, 2019 - 16:49

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

2017 წლის 1 დეკემბერს ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე კი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამოძიება კვლავ გრძელდება.საქმეს უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი