სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო
ოთხშაბათი, 09 იანვარი, 2019 - 16:07

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნული გადაწყვეტილება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით მიიღეს.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება.

"ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას."- აღნიშნავენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ H1N1 ვირუსით საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი