ვაკეში სასწრაფო დახმარების მანქანა მუშებს დაეჯახა.
ოთხშაბათი, 09 იანვარი, 2019 - 14:42

ჭავჭავაძის გამზირზე,"რედიქსის" მშენებარე კორპუსთან, სასწრაფო დახმარების მანქანა მუშებს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშები მათთვის განკუთვნილ ჯიხურში შედიოდნენ.

შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. მათგან 3 სამედიცინო პერსონალია. 1 დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი