რუსეთში შენობის ჩამონგრევას 37 ადამიანი ემსხვერპლა.
ხუთშაბათი, 03 იანვარი, 2019 - 12:18

რუსეთში ქალაქ მაგნიტოგორსკში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა.მათგან 6 ბავშვია.დაკარგულად ითვლება 4 ადამიანი. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ეტაპზე, ათსართულიანი შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხეც არსებობს. შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ქალაქ მაგნიტოგორკის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი