დაჭრილი 20 წლის წვევამდელი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ორშაბათი, 31 დეკემბერი, 2018 - 12:06

20 წლის სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ხაჩატურ მანკასარიანი, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ გაყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაჭრილი წვევამდელი სამხედრო სავალდებულო სამსახურს მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ახალწვეულმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

„29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა "- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან იმყოფება.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი