ტრამპს ავღანეთიდან სამხედროები არ გაყავს
შაბათი, 29 დეკემბერი, 2018 - 22:14

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის გარეტ მარკისის განცხადებით, ტრამპს ავღანეთიდან სამხედროების გაყვანაზე ან შემცირებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. „პრეზიდენტს ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ყოფნის შემცირებაზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. მას არ გაუცია ბრძანება ავღანეთიდან აშშ-ს სამხედროების გამოყვანის თაობაზე“, - აღნიშნა გარეტ მარკისმა. მანამდე, გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია,რომ დონალდ ტრამპი ავღანეთიდან 7 000 სამხედროს გამოწვევას გეგმავდა. ამჟამად ავღანეთში 14 000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი