ქეთევან ციხელაშვილმა 2018 წელი ერგნეთში შეაჯამა
შაბათი, 29 დეკემბერი, 2018 - 21:54

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა 2018 წლის საქმიანობა ერგნეთში შეაჯამა. ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე,საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობასა და ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე ისაუბრა. „აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ ამ ხალხს, ამ მამაც ხალხს, რომელიც ყოველდღე მავთულხლართების პირისპირ საოცარი სიმტკიცის მაგალითს გვაძლევენ, ჩავაბარო ანგარიში ჩვენი აპარატის წლიური საქმიანობის და მათთან ერთად მთელ საზოგადოებას ვუთხრა, რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ და რას ვგეგმავთ მომავალში. ამას ვაკეთებთ ახლა, სწორედ წინასაახალწლოდ, იმიტომ, რომ ახალი წელი ასევე უკავშირდება იმედებს და ახალ გეგმებს,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. სახელმწიფო მინისტრმა ერგნეთში საახალწლო ბაზრობაც დაათვალიერა . მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი