პატრიარქის აღსაყდრებიდან 41 წელი გავიდა
, 23 დეკემბერი, 2018 - 15:56

"მადლობელი ვარ უფლისა, რომ დამაკისრა ეს მძიმე ჯვარი" - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

დღეს ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი გავიდა.

„დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს. დღეს მე განსაკუთრებით ვმადლობ უფალს ჩვენი ეკლესიის სახელით, ერის სახელით. დღეს არის პატრიარქად არჩევის დღე. 23 დეკემბერს შედგა კრება წმიდისა სინოდისა და უფალმა ინება ჩემი არჩევა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად. მე მადლობელი ვარ უფლისა, რომ უფალმა დამაკისრა ეს მძიმე ჯვარი. უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს, აძლევს ძალას, რომ ზიდოს ის ჯვარი. დიდება და მადლობა უფალს, მადლობელი ვარ თქვენი, ჩვენი მოსიყვარულე მრევლისა. თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ტვირთვას“, - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა.

ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად წმინდა სინოდმა 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩია.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი