სამხედრო ფიცის ტექსტი იცვლება
, 23 დეკემბერი, 2018 - 15:38

საკანონმდებლო ორგანო სამხედრო ფიცის ტექსტის შესახებ ახალ დადგენილებას მიიღებს. ახალი რედაქციის ტექსტის მიხედვით ,ტერმინი "სამხედრო ძალები" "თავდაცვის ძალებმა" ჩაანაცვლა.

პარლამენტის დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია ფიცის ტექსტში ტერმინი “შეიარაღებული ძალები“  სამხედრო სამსახურით შეიცვალოს. სამხედრო სამსახურში გაწვეული პირების სამხედრო ფიცის ტექსტი შემდეგი იქნება:

“მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ სამხედრო სამსახურში და ვფიცავ: პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი; შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის. თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი“.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი