ამერიკის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა
შაბათი, 22 დეკემბერი, 2018 - 13:23

აშშ-ს მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია. მიზეზი კი დაფინანსების არარსებობაა. „რესპუბლიკელებმა "და „დემოკრატებმა “ მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინანსების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კონგრესში ჯერ კიდევ დაუმტკიცებელია 2019 წლის ბიუჯეტი. დაფინანსების გარეშე რჩება სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაზინის დეპარტამენტი, ვაჭრობის დეპარტამენტი და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის კანონპროექტში, 20 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის 5,7 მილიარდი აშშ დოლარი ჩართო. თუმცა სენატის „დემოკრატებმა“ მხარი არ დაუჭირეს. კონგრესი დღევანდელ შეკრებაზე გადაწყვეტს თუ რამდენი ხნით შეჩერდება მთავრობის მუშაობა . მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი