ზაზა სარალიძე: "ვიდრე ეს ხელისუფლებაა, ამ საქმეზე სრული ჭეშმარიტება არასდროს იქნება"
პარასკევი, 21 დეკემბერი, 2018 - 20:44

"ვიდრე ეს ხელისუფლებაა, ამ საქმეზე სრული ჭეშმარიტება არასდროს იქნება"- ასე გამოეხმაურა გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას ზაზა ზარალიძე .

"მინისტრს ვერ დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არის ,"-აღნიშნა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ასევე განაცხადა, რომ საქმის გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს.

"ფაქტი ფაქტად რჩება - ჩემი შვილის მკვლელი გარეთ არის და ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები. მე ასე ვთვლი, რომ პროკურატურა და მინისტრი რაღაცაზე არიან შეთანხმებული. რაზე - ვერ გეტყვით, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ მანამ, სანამ არ იქნება ჭეშმარიტება აღდგენილი. ხელს აფარებენ მიხეილ კალანდიას, მირზა სუბელიანს, მათ ახლობლებს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს, პროკურორებს, მიხეილ შაყულაშვილს, ზვიად ფხაკაძეს, ინა გუგუშვილს და სხვებს. პოლიტიკური ნება არ არსებობს, ეშინიათ. დავუშვათ, შოთაძე რომ დაიჭირონ, იმდენი საქმე აქვთ გაყალბებული, ალბათ, მოაღებს პირს და ილაპარაკებს. იგივეს ვიტყვი გაბიტაშვილზე და ფხაკაძეზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს სარალიძემ.

საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას ზაზა სარალიძე თავად დაესწრო.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი