„ამოუცნობი დრონების“ გამო, გეტვიკის აეროპორტი დაიხურა - ფრენების აღდგენას 110 000 მგზავრი ელოდება
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი, 2018 - 21:00

ლონდონში, გეტვიკის აეროპორტში ფრენების აღდგენას 110 000 მგზავრი ელოდება - მგზავრებს შორის ასობით ქართველია. 

აეროპორტი დილის 09:00 საათზე დაიხურა დამგზავრებს ამ დრომდე არ აძლევენ გარეთ გამოსვლის საშუალებას; 

ასევე, უცნობია თუ როდის აღდგება ფრენები გეტვიკის აეროპორტიდან. 

როგორც bm.ge-ის Georgian Airways-ში განუცხადეს, მგზავრებს საქართველოდან ატყობინებენ მიმდინარე სიტუაციის შესახებ ინფორმაციას, ვინაიდან გეტვიკის აეროპორტი პარალიზებულია. 

„მგზავრებს შორის Georgian Airways-ის 89 მგზავრია; ჩვენც, ისევე როგორც ყველა სხვა ავიაკომპანია, ელოდება გეტვიკის აეროპორტის შეტყობინებას ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით. სიტუაცია ფორს მაჟორულია“, - აცხადებენ Georgian Airways-ში. 

შეგახსენებთ: გეტვიკის აეროპორტის დახურვის მიზეზი მფრინავი „ამოუცნობი დრონები“ გახდა. უნებართვოდ მფრინავი დრონების აღმოჩენის შემდეგ, ლონდონის აეროპორტი ამ დრომდე დახურულია.

ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

წყარო

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი