ქართველი მსაჯი ექვს ერზე იმსაჯებს
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი, 2018 - 23:45

ქართველი მსაჯი ექვს ერზე (U20) იმსაჯებს. ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე, ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველია, რომელიც ექვსი ერის ჩაკეტილ კარს შეაღებს. კარიერული წინსვლა თავბრუდამხვევი ტემპებით მიმდინარეობს შოთა თევზაძისთვისაც. 2019 წელს ორივე რაგბი ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე იმსაჯებს. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ევროპული რაგბის მწვერვალების დასაპყრობად ქართულ რაგბის მხარში ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტი დაუდგა, რომელმაც ნიჭიერი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებაზე იზრუნა. 

თევზაძემ ივნისში ურუგვაიში, ამაშუკელმა კი ინგლისში ნოემბერში იმსაჯა. ქართველებმა კარგი შეფასება მიიღეს. 

ნიკა ამაშუკელი 9 მარტს ინგლისში, მასპინძელთა და იტალიელთა 20-წლამდე ნაკრებების მატჩში რეფერი - მოედნის მსაჯი იქნება.

პირველად ექვსი ერის სტრუქტურაში, სადაც ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის კაცთა, ქალთა და 20-წლამდელთა ნაკრებები თამაშობენ მსაჯი არა ამ ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ ქართველი იქნება. 

წყარო

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი