დონალდ ტრამპის მილოცვა სალომე ზურაბიშვილს
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი, 2018 - 18:45

აშშ-ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. პრესამსახურის ცნობით, დონალდ ტრამპმა ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

„გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთში. მოუთმენლად ველი აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას რიგ საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე თანამშრომლობაზე. მადლობას გიხდით ავღანეთში ნატოს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვისა და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ გაიღო. საუკეთესო სურვილებით მოგმართავთ თქვენ და ქართველ ხალხს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართა. ამ დღიდან ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხუთის ნაცვლად 6 წელს გაგრძელდება. ის საქართველოს ისტორიაში და რეგიონში პირველი პრეზიდენტი ქალია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი