გაზის ტარიფი შეიძლება შეიცვალოს
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი, 2018 - 19:36

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 26 დეკემბერს გადაწყვეტს გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი.

დაგეგმილია „ყაზტრანსგაზ-თბილისის”, „სოკარ ჯორჯია გაზისა” და „საქორგგაზის” სატარიფო განცხადების განხილვა.

სხდომაზე, თბილისსა და რეგიონებში ახალი სამომხმარებლო ტარიფი დადგინდება.

ამჟამად, თბილისში ბუნებრივი აირის ფასი 47 თეთრია, რეგიონებში კი 56 თეთრი. ახალი ტარიფი, რომელსაც სემეკი დაადგენს ძალაში იანვრიდან შევა.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი